მცირე ბიზნესის ყოველთვიური დეკლარაცია
მცირე ბიზნესი
მცირე მეწარმის ბუღალტერი და 1%-იანი დეკლარაცია
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმისთვის ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება, ბრუნვის კონტროლი და საგადასახადო რეჟიმის სწორად გამოყენება.
რას მოიცავს მომსახურება?
1%-იანი გადასახადის გაანგარიშება
ბრუნვისა და დადგენილი ზღვრის კონტროლი
მცირე ბიზნესის სტატუსთან დაკავშირებული კონსულტაცია
RS.GE-ის ადმინისტრირება
შემოსავლების დოკუმენტური მოწესრიგება
სტატუსის შესაბამისობა
ვამოწმებთ საქმიანობის ტიპსა და მცირე ბიზნესის რეჟიმის გამოყენების წინაპირობებს, რათა სტატუსი სწორად გამოიყენოთ.
1%-იანი გაანგარიშება
ყოველთვიურად ვაჯამებთ დასაბეგრ შემოსავალს და ვამზადებთ მცირე ბიზნესის დეკლარაციას.
ზღვრების კონტროლი
ვაკონტროლებთ ბრუნვასა და იმ გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გადასახადის განაკვეთი ან სტატუსი შეცვალოს.
დაგვიკავშირდით
მიიღეთ პასუხი თქვენს კონკრეტულ საკითხზე
პირველი გაცნობითი კონსულტაცია უფასოა. მომსახურება ხელმისაწვდომია სრულად დისტანციურად, საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან.
ხშირად დასმული კითხვები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მცირე მეწარმის გადასახადი ყოველთვის 1%-ია?
განაკვეთი დამოკიდებულია მცირე ბიზნესის სტატუსის პირობების დაცვასა და კანონით დადგენილ ბრუნვაზე.
დეკლარაცია ყოველთვიურად იბარება?
დიახ, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავლის დეკლარირება ყოველთვიურად ხდება.
ინდივიდუალური მეწარმე და მცირე მეწარმე იგივეა?
ინდივიდუალური მეწარმე სამართლებრივი ფორმაა, მცირე ბიზნესი კი სპეციალური საგადასახადო სტატუსი, რომელსაც შესაბამისი პირობები აქვს.